ქუჩაში გასვლა საშიში გახდა - ადგილობრივებს გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება აშფოთებთ

SHEJAM-19.jpgკრიმინოგენური სიტუაცია რომ გაუარესებულია და ამ ქალბატონისა არ იყოს, ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, უამრავი ფაქტი ადასტურებს. ჯერ კიდევ წუხელ   სისხლიანი გარჩევა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სოფელ გრიგოლიშში, მმართველი პარტიის შტაბში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის, ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, მოგვიანებით კი დაპირისპირებას გასროლა მოყვა.ინცინდენტი  შტაბიდან გასვლის შემდეგაც გაგრძელდა. მძიმედ არის დაჭრილი ალიკა ლაგვილავა, იდენტიფიცირებულია დამნაშავეც   ბეჟან გვაზავა.  კონფლიქტი თანაპარტიელებსა და თანასოფლელებს შორის სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება.საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული ნარაზენში მომხდარ ინცინდენტზე, როცა სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა გარდა იმისა, რომ დააპატიმრა არა პროვოკატორები, არამედ ... გაერთიანბეული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთაც თავად უხმეს პოლიციას , უფრო მეტიც, მართულმა სასამართლომ ისევ ინცინდენტში დაზარალებულები    დააჯარიმა .2 მარტს „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორები დააყაჩაღეს.   დაყაჩაღებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი შინაგან საქმეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია. ომარ ხუხუა 2003 წლიდან დღემდე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. ომარ ხუხუა 2003 წლამდე პარტიზანული დაჯგუფების წევრი იყო.იგი აფხაზეთის ომის მონაწილეასოფელ ცაცხვში ბლოკის საამქრო გაქურდეს. წაღებულია 1000 ლარამდე ღირებულების ინვენტარი: მასალები, ბლოკის ამწევი, ხრახნი და სხვადასხვა მასალა. ზუგდიდის ცენტრში, ბანკთან, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური   დააყაჩაღეს. შს-ს ინფორმაციით  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის  178-ე მუხლით,რაც ძარცვას გულისხმობს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის  თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა გაქურდეს. შემთხვევა ზუგდიდში,  ვახტანგ VI-ის ქუჩა-ზე მოხდა. წაღებულია ქურთუკი და აკუმულატორი..როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ზუგდიდში - “ნიკორას” ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში უცნობმა პირებმა გამყიდველს და კონსულტანტს სცემეს. შემთხვევა საჯვაროს უბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაუდგენელი პირები მაღაზიაში შეიჭრნენ, დაამტვრიეს ინვენტარი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მაღაზიის პერსონალს. დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

უფრო ადრე .მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,, ლენდოს’’ დაესხნენ თავს. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი წაიღო.  ამოღებულია დაჩაღებული თანხა და იარაღი, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.  სასამართლომ  ბრალდებულს ილია გოგილავას, რომელიც  ზუგდიდის მერიის ააიპ-ის კეთილმოწყობის სამსახურში 2014 წლიდან მუშაობდა,  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოზე საფლავიდან ბიუსტის მოპარვის მცდელობისას დაააკავეს  ორი პირი . 

ზუგდიდში,დადვანის ქუჩაზე,მარკეტთან მდგარი თამუნა თოდუას კუთვნილი მანქანა გაძარცვეს.წაღებულია სავარაუდოდ 400 ლარამდე თანხა. ავტომანქანის მფლობელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის ბაჩანა შენგელიას დეიდაშვილია.იყო ასეთი შემთხვევაც -  ზუგდიდში „მაკდონალდსის“ შიდა ფოიეში  დამონტაჟებული 300 ლარად ღირებული თოვლის ბაბუა მოიპარეს. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი ბაკურ გულუას გვიან ღამით ესროლეს და ცეცხლასასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.გულუა მიმავალი მანქანიდან ჩაცხრილეს, თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბაკურ გულუა 2012 წლამდე სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის - თენგიზ გუნავას მოადგილე იყო, 2013 წელს იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციაში გადავიდა სამუშაოდ.იმ დროს, როცა შსს მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში, მშენებარე ტაძარში ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ესწრებოდა, ქალაქის ცენტრში შეიარაღებულმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.ბოლო დროს განსაკუთრებით, მკვეთრად გაუარესებულ  კრიმინოგენულ  ვითარებას ეს ჩამონათვალიც ყოფნის. ფაქტები მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევებს ასახავს, გაცილეით საშიში და რთული ვითარებაა საქართველოს მასშტაბით. 

 

 

Нравится