მანუჩარ ჩხეტია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_MANCH-19.jpg„სიმართლისთვის მნიშვნელოვანია ობიექტური გადაწყვეტილება და ამ თვალსაზრისით უნდა იქნეს შესაბამისი შემაჯამებელი შედეგი მიღებული“ - ასე დაიწყო მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი. დაახლოებით საათნახევრიანი განხილვის შემდეგ მოსამართლემ ჩხეტიას, ორი მუხლით წარდენილი ბრალდებიდან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166-ე მუხლში იგი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო 173-ე მუხლით დამნაშავედ და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 1500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. თავად ჩხეტია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.ზუგდიდის რაიონული პოლიციის უბნის ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, შალვა ჭედიამ, დღევანდელი და გუშინდელი სასამართლო პროცესი ერთდროულად შეაფასა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ გუშინ ანი წითლიძესა და გიორგი პატარაიას ორ-ორი ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისა. სამივე მათგანი სასამართლო ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173 -ე მუხლით იყო დაკავებული. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, ბრალს არ აღიარებენ და საქმის გასაჩივრებას გეგმავენ.

 

Нравится