სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძრვანელი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_DACHR-19.jpgზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორმა ბეჟან გვაზავამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა  მძიმეა. ამ ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველები ყვებიან, რომ მათ შორის დავა რამდენიმე წელია, რაც  გრძელდება.აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ გააკეთა .ექიმის თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინციდენტი გუშინ საღამოს სოფელ გრიგოლიშში, ქართული ოცნების შტაბთან მოხდა.  როგორც თვითმხილველები ჩვენთან საუბარში ყვებიან, ერთი გასროლა ჯერ შტაბის ეზოში გაისმა  და შემდეგ უკვე ინციდენტის მონაწილეებმა შტაბის გარეთა პერიმეტრზე  გადაინაცვლეს. 

 

 

Нравится