დაკავებული ახალგაზრდის მამამ თვითდაზიანება მიიყენა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_markel-18.jpgდღეს, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდის მამამ თვითდაზიანება მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა. აქციას ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მოსახლეობა მართავდა და ისინი 22 წლის მირიან მარკელიას გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულ ახალგაზრდას ჩხუბი მეზობელთან მოუვიდა და ის უდანაშაულოა. საქმე რომელიც მარკელიას მიმართ არის აღძრული 5- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკუტურასთან აქციის გამართვის შემდეგ დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებულის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, მირიან მარკელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 117-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მულის მეექვსე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით და ასევე ძალადობას. პროკურორ ილია ტორუას განმარტებით, საქმეზე მტკიცებულებების მოკვლევა დასრულდა, დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს და საქმის განხილვა 22 აპრილს გაიმართება.
მირიან მარკელიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 22 აპრილამდე გადადო. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნაა პროკურატურა დათანხმდეს საპროცესო გარიგებას და ამის საფუძველზე მოხდეს ბრალდებულის გათავისუფლება.

 

 

Нравится