დასავლეთ საქართველოში 2 ნაბიჯის პირველი მაღაზია ზუგდიდში გაიხსნა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_2NABIJ.jpgსაცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელი „2 ნაბიჯი“ უკვე  ზუგდიდშია , მაღაზია დადიანის 6-ში,საზეიმო ვითარებაში გაიხსნა . ზუგდიდის მაცხოვრებლებს  „2 ნაბიჯი“, სპეციალურად მათთვის შერჩეულ პროდუქტებზე, 1 თვის განმავლობაში,განსაკუთრებულ ფასებს შესთავაზებს. ყოველდღიურად, საჭირო პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნის გამო, მაღაზიები დღეში რამდენჯერმე  მარაგდება, რაც ნიშნავს იმას, რომ „2 ნაბიჯის“ მაღაზიებში ყოველთვის ახალი და ჯანსაღი  პროდუქციაა.  "2 ნაბიჯის" პირველი მაღაზია, თბილისში 2010 წელს გაიხსნა და პირველი კომპანია იყო საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება. ამდროიდან მოყოლებული, „2 ნაბიჯი“ინტენსიურად აფართოებს ქსელს დღეისათვის, კომპანია ერთ-ერთი ლიდერია რითეილ ბაზარზე, რომელიც თბილისსა და რუსთავში 160- მდე  მაღაზიას ფლობს. წლის ბოლომდე კი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იქნება წარმოდგენილი.

 

 

Нравится