სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას ხვალ განაახლებენ

aqcia-13.jpgსამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას ხვალ განაახლებენ- ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაკავებულის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.აქციის მონაწილეებმა დღეს გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.ოჯახი გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ძმებ დგებუაძეებს ბრალი  120-ე და 370-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი,  რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით,  მათი დაკავება  უკანონოდ მოხდა, ისე რომ  მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა

 

 

Нравится