მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SASAM-12.jpgნარაზენის ინციდენტისას დაკავებული მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. განაჩენი კი 19 აპრილს გამოცხადდება. მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, დაეკისრება თუ არა ჯარიმის გადახდა დაკავებულს, თუ 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდება. ყოფილ პოლიციელს ბრალი 166-ე და 173- ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და  ხულიგნობას ითვალისწინებს. მანუჩარ ჩხეტიას თქმით, ის არის უდანაშაულო და ეს დაკავება იყო მხოლოდდამხოლოდ პროვოკაცია და პოლიტიკური მოტივი.მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსიც ესწრებოდა.მანუჩარ ჩხეტიასთან  ერთად დაკავებული ენმ- ს წევრები ანი წითლიძე და გიორგი პატარაია წუხელვე გაათავისუფლეს. შემთხვევა ნარაზენში მაშინ მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი  სანდრა რულოვსი საარჩევნო შეხვედრას მართავდა.

 

 

 

Нравится