სამეგრელოში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით ფერომონების დამონტაჟება დაიწყო

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_FAROS-10.jpgსამეგრელოს რეგიონში დაიწყო აზიური ფაროსანას მონიტორინგის მეორე ეტაპი, რაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟებას გულისხმობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერომონიან დამჭერებს ტყისპირა ზოლებში ამონტაჟებენ. სპეციალური ხაფანგები  მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. აზიური ფაროსანს საწინააღმდეგო ღონისძიებები სწორედ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე იგეგმება. მონიტორინგის პარალელურად, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებან ერთად ინტენსიურად მართავენ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს. სამეგრელოს მცხოვრებლები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.„მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში დამონტაჟდება, სადაც მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა.

 

Нравится