ბიზნესმენმა მანანა მიქავამ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_MIQAAQ-08.jpgბიზნესმენმა  მანანა მიქავამ  ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა. ბიზნესმენი  მერის მოვალეობის შემსრულებელს  მაიზერ ნანავას მის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. მიქავას თქმით, გულუას პარკის ტერიტორიაზე მიწის შეძენის დროს განსაზღვრული ვალდებულებების გამო სასამართლომ მას 3 მილიონ 700 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ბიზნესმენი სადაო მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს.დავა იმ ნაკვეთზე მიმდინარეობს, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ ქრთამი აიღეს.ბიზნესმენმა მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.

 

 

Нравится