ბაღის ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელს, 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_BAGI-08.jpgზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს აღსაზრდელის მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს. მშობლის მტკიცებით, ის ოთახში სწორედ იმ დროს შევიდა, როცა პედაგოგი, ინგა ვეკუა მისი 5 წლის კუთხეში მყოფ შვილს აჯანჯღარებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. რის შემდეგაც, მოხდა შელაპარაკება მშობელსა და აღმზრდელს შორის და თათია გამსახურდიამ პოლიციას მიმართა.ბავშვების მიმართ უდიერ მოპყრობას უარყოფს  საბავშვო ბაღის პედაგოგი, ინგა ვეკუა. მისი მტკიცებით, მისი აღსაზრდელი საკმაოდ უხეში ბავშვია და ის თანატოლებზე ხშირად ძალადობს, რის გამოც მან მშობელს ბაღში მისვლა თხოვა და ამტკიცებს, რომ თათია გამსახურდიას მხრიდან პოლიციაში ჩივილის მიზეზი, სიტყვიერი შელაპარაკების გამო შურისძიებაა.შსს-მ მოხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო,რაც ძალადობას გულისხმობს.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბაღის ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელს, 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

 

Нравится