გეგა შენგელია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_mer-06.jpg„ქართული ოცნების“  ზუგდიდის მერობის კანდიდატი  გიორგი შენგელია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურად წარადგინა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ,,ქართული ოცნების,,  პოლიტიკურმა მდივანმა კახი კალაძემ და  ირაკლი ღარიბაშვილმა. გიორგი შენგელიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხალხთან ერთად იზრუნებს ზუგდიდის უკეთესი მომავლისთვის და განახორციელებს ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც დაგეგმილი და დაწყებულია.„ქართული იცნების“ მერობის კანდიდატს კითხვა დაუსვეს მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით და ის მეთოდები შეახსენეს, რომელსაც წინასაარჩევნოდ იყენებს მმართველი პარტია, რაზეც გეგა შენგელიამ ასე უპასუხა. თვლის თუ არა ძლიერ კონკურენტად მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა-ელისაბედ რულოვსს, ამ კითხვაზე მან უპასუხა, რომ ყველა კონკურენტი არის ანგარიშგასაწევიდღეს გიორგი (გეგა) შენგელია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ზუგდიდში მერის  რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება

 

 

 

Нравится