აუტიზმის დღეს გალერეაში გიგი სიჭინავას ნახატები გამოიფინა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_AUT-03.jpgაუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში,არტ-გალერეაში 14 წლის გიგი სიჭინავას ფერწერული ნახატების და ფაზლების გამოფენა მოეწყო. გიგი პირველია საქართველოში,ვინც ფერწერული ნახატებით ფაზლს ბეჭდავს. 14 წლის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდი გიგი სიჭინავა 5 წლის ასაკიდან ხატავს, ძერწავს და მუყაოს ქაღალდისგან სხვადასხვა ნაკეთობებს ამზადებს. მისი ნამუშევრების ფაზლის გამოცემა ზუგდიდის მერიამ 1200 ლარით დააფინანსა.
გიგი სიჭინავას მშობლებმა სახლში საკუთარი სახელოსნო გაუხსნეს.

 

 

Нравится