ზუგდიდში მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_gamogay-01.jpgქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომელიც მე-19 საუკუნის სამეგრელოს მცხოვრების, წარმატებული მეწარმე ქალის - ნოტიო ლოლუას ხსოვნას მიეძღვნა.ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭირონ მეწარმე ქალებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მათი ცნობადობის ამაღლებას და პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას.ღონისძიების ინიციატორი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისია.ადგილობრივი მეწარმე ქალები საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის მიზნით ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მუდმივი ადგილის გამოყოფას თვლიან. სწორედ ამიტომ, მათ ცენტრის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელობით თხოვნით მიმართეს თვითმმართველობას, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის მიზნით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოყონ მუდმივი ადგილი ხის კოტეჯებთან ერთად, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს შაბათ-კვირას მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია და გააცნონ საკუთარი საქმიანობა მოსახლეობას. მათივე ცნობით, ეს შესაძლებლობა ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

 

 

Нравится