საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ბიზნესმენი მანანა მიქავა მერიას მის მიმართ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_miqAv-01.jpgბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელს  მაიზერ ნანავას მის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს მერიასთან გამართულ საპროტესო აქციაზე განაცხადა. მიქავას თქმით, გულუას პარკის ტერიტორიაზე მიწის შეძენის დროს განსაზღვრული ვალდებულებების გამო სასამართლომ მას 3 მილიონ 700 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასეთ შემთხვევას ბიზნესმენის თქმით, ადგილი ქონდა ყოფილი მერის ირაკლი გოგოხიას მერობის პერიოდშიც.მანანა მიქავას თქმით, პროკურატურაში მერიის სახელზე განცხადება ისევ შეიტანეს, რომელსაც ხელს მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა აწერს. აქციაზე მივიდა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშიაც. ხელშეკრულების მიხედვით მანანა მიქავას 2008 წელს შეძენილ ტერიტორიაზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა 6 მილიონიანი ინვესტიციით. მიქავა თაღლითობის მუხლით იყო დაკავებული და საპატიმროში 3 წელი გაატარა,  გამგეობას მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება კი  ბათილად ქონდა ცნობილი. ბათილობის სასამართლო დავა მიქავამ მერიას მოუგო.ხოლო მას შემდეგ, რაც ზუგდიდი 2 მუნიციპალიტეტად დაიყო, მისი კუთვნილი მიწა ქალაქის საკუთრებაში დარჩა. მისი თქმით, რამდენჯერმე მიმართა გამგეობას და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის თაობაზე. მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, თუ 60 დღეში 4 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებდა, ნაკვეთი ჩამოერთმეოდა. არასაკმარისი ვადის გამო მას მიწის ნაკვეთი კვლავ ჩამოერთვა და  ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიბრუნა. დავა იმ ნაკვეთზე მიმდინარეობს, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ ქრთამი აიღეს.

 

 

comments

აგვისტო 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended