შეიარაღებული თავდასხმა ქალაქში- დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

 

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_DAHCH-31.jpgიმ დროს, როცა შსს მინისტრი ზუგდიდში, მშენებარე ტაძარში ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ესწრებოდა, ქალაქის ცენტრში შეიარაღებულმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ი.მ. სავარაუდოდ საცოლის მამამ დაჭრა.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.დაჭრილი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანესკოსტავას ქუჩის კუთხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

Нравится