გალის რაიონიდან 11 წლის ფეხბურთელი ზუგდიდში სავარჯიშოდ მოპედით დედასთან ერთად გადმოდის

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_MOPED-030.jpgთითქმის ყოველ  მეორე დღე,გალის რაიონის სოფელ გაგიდიდან ზუგდიდამდე და უკან 90 კილომეტრს მოპედით დედასთან ერთად  გადის აფხაზეთიდან დევნილი დიტო ოყუჯავა. ის ბაიას ბაზაზე სვარჯიშოდ დადის. დიტოს დედა მადონა ხუხუა,რომელიც სოფელ გაგიდაში დაწყებით კლასში ასწავლის ამბობს,რომ მის შვილს ეს გატაცება ფეხბურთისადმი რამდენიმე წლის წინ შეამჩნია.დიტოს თქმით, დილით ადრე გადმოდის და აფხაზი მებაჟეებიც საზღვარზე ურიგოდ ატარებენ. დღეს ზუგდიდის ბაიას ბაზაზე ამხანაგური მატჩი იმართება,დიტო გუნდში თავდამსხმელია, შეხვედრამდე კი მოზარდები ვარჯიშობენ მწვრთნელთან ერთად.დიტო დედასთან ერთად ისევ გალში ბრუნდება. ის ოტობაიის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს და რადგან სკოლა სახლიდან 8 კილომეტრის სიშორეზე მდებარეობს,იქ უკვე დასთან ერთად მიდის მოპედით.

 

 

Нравится