უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sagar-026.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროსა და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განახლდა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს,პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას ხვდებიან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესები და ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ჯამში 160 შეხვედრა გაიმართა.

 

Нравится