„ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივათა მხარდაჭერის“ ფარგლებში სამუშაო დანადგარები გაიცა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_benef-25.jpg13 ყოფილ პატიმარს მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები/ინვენტარი, წარმოების საშუალებები გადაეცა. ყოფილი პატიმრები მიღებული გრანტით შეძლებენ საკუთარი იდეის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით - სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა. პროექტს „ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივათა მხარდაჭერა“ საქველმოქმედო ჰუმანიატარული ცენტრი „აფხაზეთი“იუსტიციის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის მონაწილეები  „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები არიან.პროექტი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მა ყოფილმა პატიმარმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

Нравится