“ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში” ზუგდიდში მორიგი ტრენინგების კურსი დაიწყო

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_axalgazd-22.jpgზუგდიდის “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის” მონაწილეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ მიიღონ შესაბამისი სამეწარმეო განათლება და თანადაფინანსება თავიანთი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად. ამ ეტაპზე მეწარმეთა სკოლამ პროექტის ფარგლებში სწავლების 4 რაუნდი გამართა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ არა მხოლოდ შეესწავლათ მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, არამედ პრაქტიკაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღოთ საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად.პროექტი ათობით ახალგაზრდა მეწარმესა და სტარტაპერს აერთიანებს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი საკუთარ ბიზნესსაქმიანობას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით.

 

Нравится