ევროკავშირის დახმარებით ზუგდიდში ახალგაზრდების დასაქმების და გადამზადების პროექტი იწყება

dascent-22.jpgგანათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ზუგდიდში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ პრეზენტაცია  გამართა.პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის  განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო შესაძლებლობების გაფართოებას და  ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვან მონაწილეობას საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში ზუგდიდსა და გორში დაფუძნდება ორი სამეწარმეო სკოლა, სადაც 80 ახალგაზრდა ცოდნის მიღებასთან ერთად  გამოიმუშავებსსამეწარმეო უნარებს. ბიზნესიდეების დასახვეწად ისინი ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას მიიღებენ.  პროექტს„ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

 

 

Нравится