სენაკში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_magnit-022.jpgსენაკში, ღამით სამმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სუპერმარკეტი დააყაჩაღა. გამყიდველის თქმით, თანხასთან ერთად წაღებულია ორი შეკვრა შოკოლადი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებიან, თუმცა ამას დამნაშავეებისთვის ხელი არ შეუშლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

 

Нравится