კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლები მოსალოდნელი შემცირებების გამო შიშობენ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ketilmw-211.jpgგორის ქუჩაზე მდებარე ზუგდიდის ააიპ-ის კეთილმოწყობის ცენტრის საწყობის ეზოში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ცენტრის თანამშრომლები მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებენ. ააიპ-ის თანამშრომლები კამერებთან კომენტარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბრებში აცხედებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, შტატების შემცირებაზე, სწორედ ეს გახდა დღევანდელი შეკრების მიზეზიც. შეკრებილებს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა ესაუბრა, თუმცა მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხდება შტატების შემცირება. კეთილმოწყობის ცენტრის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ციმინტიას თქმით კი ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანით მოხდება შემცირებაზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრს თებერვლიდან ახალი უფროსი ყავს. ნოე პერტაია ამ თანამდებობაზე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი ფაცაციამ შეცვალა. დღეს აქციაზე მუშებთან ფაცაცია არ გამოჩენილა.კეთილმოწყობის ცენტრში ამ დროისთვის 250-მდე თანამშრომელი მუშაობს

 

 

Нравится