საქართველოს სამეზობლო პოლიტიკაზე დევნილ ბავშვებთან დისკუსია გაიმართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_afxsko-21.jpgპროექტ „ ჩემი სამყაროს“ ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებს საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ვლადიმერ პაპავა  ესაუბრა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა, კერძოდ კი, საქართველო-თურქეთის ურთიერთობები იყო. პროექტი „ჩემი სამყარო“ 2013 წლიდან  აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება  და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის გამოცემას, რომელიც სხვა აქტივობებთან ერთად  ხელს უწყობს კითხვისა და შემეცნების ინტერესის გაღვივებას.პროექტის სამიზნე ჯგუფი დევნილი ბავშვები არიან., კითხვის წახალისების მიზნით, ყოველი მეოთხე ჟურნალის გამოსვლის შემდეგ მოსწავლეებისთვის ტარდება ვიქტორინა და გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებიან.

 

 

Нравится