სოფელ ფახულანში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_xandz-21.jpgწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორსართულიან კაპიტალურ სახლში ხანძარი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა 75 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

 

 

 

Нравится