ანაკლიელების პროტესტი სახანძროს მშენებლობაზე

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_anakl-015.jpgანაკლიელები აპროტესტებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობის მშენებლობას.დღეს აქცია გაიმართა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, თემურ  ხარლამპიდის ოჯახი ენგურის სანაპიროზე, მათი საცხოვრებლიდან 20 მეტრში, სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს. ანაკლიელ ნინო ხარლამპიდის თქმით, აღნიშნულ მიწაზე სამასწლიანი  ჭადრის ხეებია, რომელთაც მოჭრას უპირებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, იქ, სადაც ახლა სახანძროს შენობას აშენებენ, საძროხე და წისქვილი აქვთ, რომელსაც  მშენებლობის დროს ასევე  დანგრევას უპირებენ. აქციის მიუხედავად,პარალელურად კომპანია“დამბას“ წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს სამუშაოებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ხარლამპიდის ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე სცადეს ტექნიკასთან მიახლოება,მაგარამ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი არ აქვს და არც ხეების მოჭრას გეგმავენ. მათივე ცნობით, ანაკლიაში სადგურის აშენება იგეგმება, სადაც 3 სახანძრო მანქანა გაჩერდება

 

Нравится