ლიბერთი ბანკის ინკასატორზე თავდასხმაში ბრალდებულები ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sasamr-13.jpgლიბერთი ბანკის ინკასატორზე თავდასხმაში ბრალდებულები ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის მოსამართლე ირაკლი აფშილავამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მაია ჯაბუას მოთხოვნა ორივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ. ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას ბრალი წაყენებული აქვთ 179-ე, 236-ე, 143--ე და 237-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და იარაღის გატაცებას გულისხმობს. ხოლო რაც შეეხება ომარ ხუხუას, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელია, ბრალი დაუმძიმდა, დაემატა მე-5 მუხლი, რადგან სწორედ მან გაისროლა ჯუმკა ჯიქიას მისამართით. ორივე ბრალდებული უარს აცხადებს ადვოკატის აყვანაზე, ვინაიდან მათ მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებას აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

Нравится