ზუგდიდში უდედმამო მოზარდთა კლუბი შეიქმნა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_nonau-13.jpgზუგდიდში უდედმამო მოზარდთა კლუბი შეიქმნა, რომელიც მოზარდების საჭიროებებზე იმუშავებს. უდედმამო მოზარდთა კლუბში ამჯერად 5 მოზარდია გაერთიანებული.  ერთ-ერთი აფხაზეთიდან დევნილი 19 წლის ლელა გერგედავაა, რომელმაც შობლები დიდი ხნის წინ დაკარგა და ახლა სურვილი აქვს მისნაირ მოზარდებს დაეხმაროს.უდედმამო მოზარდთა ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორია ა. ო ,,დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისთვის,, ხელმძღვანელი    ნონა უბილავა.კლუბის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

Нравится