ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული შსს-ს თანამშრომლის ოჯახი მედიასთან არ საუბრობს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_yachag-07.jpgზუგდიდში, ლიბერთი ბანკის ინკასატორზე თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული  შსს-ს მოქმედი თანამშრომლის ოჯახი მედიასთან ამ თემაზე არ საუბრობს.ომარ ხუხუას მეუღლეს არ სურს მომხდარზე საუბარი.,,იცით რატომ გააკეთა? კარგი ცხოვრება გვაქვს და იმიტომ.  - უთხრა ჟურნალისტებს დაკავებულის მეუღლემ. ხუხუას ოჯახის წევრებმა  ჟურნალისტებს გადაღების საშუალება არ მისცეს და  ქვები დაუშინეს. შსს-ს ინფორმაციით ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული.პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული ომარ ხუხუა შინაგან საქმეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია.დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 6 მარტს ზუგდიდში დააკავეს. გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი – კალაშნიკოვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული “გირსანის” ტიპის პისტოლეტები, ნიღბები და ელექტროსადგურის დარაჯის კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

Нравится