გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონში საგანმანათლებლო ტურნე იმართება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონში საგანმანათლებლო ტურნე იმართება.ალექსანდრე ლორთქიფანიძის “იავნანა ლილისთვის” (კამპანიისთვის "კაცები ზრუნავენ") და ქართველი ავტორების ზღაპრების კრებულს “იყო ერთი გოგო”  საგანმანათლებლო ტურნეს ფარგლებში, პატარებს მწერლებმა დათო გორგილაძემ და დიანა ანფიმიადიმ წაუკითხეს და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ტურნე ქალთა ისტორიის თვეს და ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს ეძღვნება. პუბლიკაციები მომზადდა და გამოიცა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Нравится