ანაკლიელები ეწინააღმდეგებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის დადგას ასწლოვანი ჭადრების ტერიტორიაზე


b_400_300_16777215_00_images_sainformacio_anakli-06.jpgანაკლიაში,რეკრეაციულ ზონაში,სადაც 4 სამასწლიანი ჭადრის ხე დგას,მოსახლეობის ნაწილი სახანძრო-სამაშველო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებმა ტერიტორიაზე არსებული ხეები წითელი ლენტითაც შემოსაზღვრეს. ანაკლიელების ნაწილი აცხადებს,რომ ისინი ამ ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის მშენებლობას აპროტესტებენ. აღნინული სამუშაოები 2 ათას კვ.მ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია“დამბამ“ უნდა განახორციელოს,პროექტიც უკვე მზადაა და სამუშაოები დაწყებიდან ცხრა თვეში უნდა დასრულდეს. კომპანიის დირექტორი გიორგი ჯაბიძე,რომელიც ანაკლიაში იმყოფება  აცხადებს,რომ ეს არის სახელმწიფოებრივი პროექტი და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს.ანაკლიელების ნაწილი კი ამბობს,რომ ამ სამუშაოების განხორცილებას მხარს არ დაუჭერენ,პირიქით დაიწყებენ პატრულირებას,რომ არ შემოვიდეს ტექნიკა,რომელიც უკვე ადგილზეა. შემოსაზღვრულ ადგილს პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

 

Нравится