“ნიკორას” ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში უცნობმა პირებმა გამყიდველს და კონსულტანტს სცემეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_nikor-06.jpgინციდენტი  ზუგდიდში - “ნიკორას” ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში უცნობმა პირებმა გამყიდველს და კონსულტანტს სცემეს. შემთხვევა საჯვაროს უბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაუდგენელი პირები მაღაზიაში შეიჭრნენ, დაამტვრიეს ინვენტარი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მაღაზიის პერსონალს. დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ რაიმე სახის  სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით არის თუ არა თანხა წაღებული, არ კონკრეტდება

 

 

Нравится