მასშტაბური სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში- დაკავებულ პირებს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SPECOP-02.jpgდღეს დილით გამთენიისას,სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს ფოთსა დასენაკში. დაკავებულია 20-მდე პირი,მათ ქურდულ  სამყაროსთან წევრობას ედავებიან. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუა  აცხადებს,მათი აყვანა დილას გამთენიისას მოხდა ქალაქების სხვადასხვა ქუჩაზე,სახლებში ჩატარდა ჩხერეკა,ამოღებულია ჩიპები და ტელეფონები.ადვოკატ იოსებ ჯანაშიას თქმით,მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს,სავარაუდოდ ტელეფონზე უსმენდნენ,თუ ვისთან ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია დაკავებულ პირებს,ადვოკატისთვის უცნობია.შს-ს განცხადებით,დაკავებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

 

 

Нравится