ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები - ამ თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_demoksh-025.jpgმუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები - ამ თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა. როგორია ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები; იგეგმება თუ არა ქალაქის განვითარების გეგმის შედგენა, რომლის მიხედვითაც ცენტრში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა აიკრძალება; როგორ მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა, წყალარინებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია; რა ეტაპზეა საზოგადოებრივი საპირფარეშოების, ზებრა გადასასვლელების, დევნილთა დასახლებაში არსებული წყლის პრობლემების მოგვარება და ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, ასევე, სტადიონის მშენებლობა - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მოუწიათ პასუხის გაცემამ ვიცე-მერის  მოვალეობის შემსრულებელს გიორგი შენგელიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს მამაუკა წოწერიას.შეხვედრას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში.

 

Нравится