სოფელ ჯიხაშკარში ადგილობრივი მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_jixashk-025.jpgსოფელ ჯიხაშკარში ადგილობრივი  მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. საუბარია ობუჯი-ჯიხაშკარი-წალენჯიხის დამაკავშირებელ 10 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს აკავშირებს. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფელბას, თუმცა უშედეგოდ. ჯიხაშკარის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით აქცია გასული წლის სექტემბერშიც გამართა. მაშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ  საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის პროექტირება დასრულებული ქონდა და  უახლოეს დღეებში კი ტენდერიც გამოცხადდებოდა.ჯიხაშკარის მოსახლეობას ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია შეხვდა.ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ობუჯი-ჯიხაშკარი-წალენჯიხის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება.

 

 

Нравится