თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_teng-025.jpgზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის თენგიზ ქობალიას მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფმა, ხვალინდელ სასამართლოს არსებით განხილვასთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა გამართა, მათი ერთადერთი მოთხოვნაა თენგიზ ქობალიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხატია ჯანაშია აცხადებს, რომ აქციები გაიმართება მანამ, სანამ მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.
აქციის მონაწილეებმა ავტომანქანებით მსვლელობა ყოფილი ავტოსადგურის შენობიდან დაიწყეს და სამხარეო ადმინისტრაციასთან დაასრულეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები თენგიზ ქობალიას ფოტოთი და წარწერებით „თავისუფლება თენგოს“ . აქციას დაკავებულის მეგობრებისა და მხარდამჭერების გარდა ოჯახის წევრები და ნათესავებიც ესწრებოდნენ.სუს-მა ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2018 წლის 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავა. თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაც შემუშავდა, სადაც 8 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, თუმცა სასამართლომ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა და თენგიზ ქობალია პატიმრობაში დატოვა

 

 

Нравится