მედიკამენტების უკონტროლო ფასებით მომხმარებელი უკმაყოფილოა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_impex-021.jpgსაკვები პროდუქტები და მედიკამენტები - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით გაძვირდა. ამ პერიოდში ზოგ პროდუქტზე ფასი 20 – 30 % - ით, ზოგზე კი 50 -დან 100 % - ით მომატებულია.
მედიკამენტების უკონტროლო ფასებით უკმაყოფილო მომხმარებლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ წამლების ფასები ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირებულია.
იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც წამლებს ყოველდღიურად მოიხმარენ, ამბობენ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა მათთვის ყველაზე მტივნეული საკითხია.
ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თავად სააფთიაქო ქსელებში გაერკვია ფასები დაახლოებით რამდენი პროცენტით არის მომატებული. იმპექსის სააფთიაქო ქსელში შიგნით შესვლისა და გადაღების უფლებაც არ მოგვცეს, თუმცა ფასების ზრდაზე მცირედი ინფორმაცია პსპ -ეს სააფთიაქო ქსელიდან მივიღეთ.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოში სულ 2339 აფთიაქია, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თბილისში 1018 აფთიაქია, ხოლო რეგიონებში 1321 ფილიალი ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მედიკამენტებზე ფასები სააფთიაქო ქსელების რაოდენობასთან ერთად იზრდება.

 

Нравится