ადგილი, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, მოქალაქეებმა მწვანე ლენტით შემოსაზღვრეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_JGUSHSH-021.jpgზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელში „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ დაგეგმა.აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორია არის რეკრეაციული ზონა, ღია სკვერი, ერთადერთი დასვენებისა და განტვირთვის საშუალება ადგილობრივებისთვის და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან აქ კომპანია m2 -ისთვის ტერიტორიის გადაცემას და სასტუმროს მშენებლობას. აქციის დასასრულს ერთგვარი პერფომანსი გააკეთეს აქ მოსულებმა და პროტესტის ნიშნად მწვანე ლენტით შემოსაზღვრეს ის ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.რამდენიმე დღის წინ სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა ზუგდიდში, სადაც განსხვავებული მოსაზრებები დაფიქსირდა. კითხვებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე პასუხობდა. საპროტესტო აქცია განხილვამდე ერთი დღით ადრე აქტიურმა მოქალაქეებმაც გამართეს, რომელიც ზუგდიდი-თაიმსის ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.

 

Нравится