ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან საპროტესტი აქცია გამართა მრავალშვილიანმა დევნილმა მანანა თაკალანძემ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_AQCC-08.jpgზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან საპროტესტი აქცია გამართა მრავალშვილიანმა დევნილმა მანანა თაკალანძემ.ის  აცხადებს,  რომ საქმის ძიება შეწყვეტილია და ამაში კონკრეტულ პიროვნებებს ადანაშაულებს, საქმე ეხება თაღლითობის მუხლით აღძრულ საქმეს. მაანანა თაკალანძის თქმით,მას ბინა თაღლითობითა და მოტყუებით წაართვა შპს სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილე  მანანა ბერძემაშვილმა,  რომელმაც ბინების გაცვლის ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოაწერინა ხელი.საქმე აღიძრა 2018 წლის თებერვალში სსკ 180-ე მუხლით, თუმცა, როგორც თაკალანძე აცხადებს, ამ ეტაპზე ძიება შეწყვეტილია. თავად ბრალდებული მანანა ბარძემიშვილი ბრალდებებს უარყოფს. ხმაურიანი საპროტესტო აქციისას მანანა თაკალანძე ცუდად გახდა, მას დახმარება  სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ჯგუფმა აღმოუჩინა.თაკალანძე დაზარალებულის სტატუსის აღდგენას და საქმის ხელახალ ძიებას ითხოვს.

 

 

Нравится