მდინარე ჩხოუშის ხიდთან დაყრილ თევზებს ლაბორატორიული ანალიზი გაუკეთდებათ

tevz-07.jpgზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის საცალფეხო ხიდთან მკვდარი თევზები ყრია. მოსახლეობა ამბობს, რომ თევზი მდინარისაა და შეიძლება ის მოწამლული იყოს, ნაწილი ვარაუდობს რომ თევზი გაფუჭდა და მდინარეში ჩაყარეს. გამვლელებმა მკვდარი თევზები დღეს დილით შეამჩნიეს.სეს-ის წარმომადგენლებმა თევზები ნიმუშად ლაბორატორიული კვლევისთვის წაიღეს. მათი თქმით,  გასარკვევია თევზის სახეობაც და ის, თუ რა მოხდა.

 

 

Нравится