ნატოს საინფორმაციო ცენტრმა გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გამართა

NATO.jpg„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო  ცენტრმა“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა  ანა ცანავამ წარადგინა.შეხვედრაზე,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, პროექტის ფარგლებში,  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ფარეშიშვილმა ისაუბრა.შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების,   მედიისა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

 

 

Нравится