თენგიზ ქობალიას დედა გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

QOBAL-06.jpgდანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახი და ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ისინი დღეს ზუგდიდში შეიკრიბნენ და იუსტიციის სახლიდან მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა გზა რამდენიმე წუთით იუსტიციის სახლთან გადაკეტეს. ამის შემდეგ გზა სუს-ის შენობისკენ გააგრძელეს შძახილებით- „თავისუფლება თენგოს“. თენგიზ ქობალიას დედამ და რამდენიმე პირმა სუს-ის შენობაში შეჭრა სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აზა ჯოლოგუა ითხოვდა სუს-ის უფროსთან შეხვედრას. ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე თენგიზ ქობალიას დედა ცუდად გახდა. მან აქციის მონაწილეებთან ერთად ცენტრალურ გზაზე გადმოინაცვლა, სადაც მობილიზებული იყო პოლიცია. გზაზე მოძრაობა პარალიზებული იყო. თენგიზ ქობალიას დედა გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

 

Нравится