ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა

xidigai-06.jpgენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა. ადგილობრივებს ე.წ. საზღვრის გადმოკვეთა უკვე შეუძლიათ. შეზღუდვა დღეს 15:00 საათზე მოიხსნა და ოკუპირებული ტერიტორიიდან ადამიანები უკვე გადმოდიან.ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოებამ შეზღუდვები 11 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად ე.წ. ღორის გრიპი დაასახელა.ხიდის ჩაკეტვამ აფხაზეთში მაცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა. ადგილზე საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა შეიქმნა.

 

 

 

 

Нравится