საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

დეპუტატი: ზუგდიდიდან სახანძრო ტექნიკა გაიყვანეს და რამდენიმე ერთეული უკან არ დააბრუნეს

Share

saxand-04.jpgმაჟორიტარი დეპუტატის საანგარიშო შეხვედრაზე დასმული ერთ-ერთი მძაფრი და კრიტიკული საკითხი ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ეხებოდა.ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ანდრიაძე მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას სახანძრო-სამაშველო სამსახურში არსებული მდგომარეობით დაინტერესებას თხოვს. დეპუტატის თქმით, სამსახურში განხორციელდა საკადრო ცვლილებები და პროფესიონალი კადრები ჩამოაშორეს. ასევე დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ზუგდიდიდან ტექნიკა გაიყვანეს და რამდენიმე ერთეული უკან არ დააბრუნეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზუგდიდელ დეპუტატს ზაზა ანდრიაძეს პასუხობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მანქანები და ავტოპარკი არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილება და პერიოდულად ხდება როტაცია .თამაზ უბილავამ სახანძრო-სამაშველო სამსახური გასული წლის გაზაფხულზე დატოვა. ამჟამად ის კოორდინაციის სამსახურის განყოფილების უფროსია. მას დღეს ამ თემებზე საუბარი არ სურს. ამბობს, რომ კოორდინაციის განყოფილებას ხელმძღვანელობს და სხვა საკითხზე ვერ ისაუბრებს. ხოლო რაც შეეხება ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი გოჩა მურღულია აცხადებს, რომ დეპუტატი შეცდომაშია შეყვანილი და არავითარი ტექნიკის გაყვანა არ მომხდარა. ზუგდიდის სახანძრო-სამშველო სამსახური წინა ხელისუფლების დროს რამდენიმე ახალი სპეც-მანქანით აღიჭურვა, 2012 წლის სექტემბერში კი ფირმა „ციგლერის" მიერ წარმოებული მერსედესის მარკის ცეცხლსაქრობი ავტომანქანა დაემატა, რომლის პრეზენტაცია თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს, ახალი სახანძრო მანქანა 9 ტონა წყლის ჭავლის გამოფრქვევას უზრუნველყოფით რთული რელიეფის მქონე რეგიონებისთვისაა გათვლილი. გარდა ამისა გერმანულმა მხარემ ზუგდიდს საჩუქრად ერთი სახანძრო-სამშველო მანქანა გადასცა,ასევე სპეციალური უნიფორმები,წყლის მოტოტომბები და კარვები,რომელშიც უბედური შემთხევევებისას დაშავებულთა მოთავსება და სამედიცინო დახმარება უნდა მომხდარიყო.კომპანია „ციგლერის" გაყიდვების მენეჯერი ახმეტ კანატჩი მაშინ აცხადებდა,რომ ზუგდიდში ციგლერის მიერ წარმოებული 3 ყველაზე თანამედროვე და უახესი ტიპის სახანძრო მანქანა იქნა ჩამოყვანილი.ის ტექნიკა რომელიც ზუგდიდს აქვს ბევრი ევოპული ქვეყანისთვის ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებაა"-განაცხადა ახმეტ კანატჩიმ.
თანამშრომლობა უმსხვილეს გერმანულ კომპანია ციგლერთან მაშინდელი ზუგდიდის გამგებლის ალექსანდრე ქობალიას ინიციატივით დაიწყო,მას შემდეგ სახანძრო--სამაშველო სამსახური რამდენიმე ათეული ულტრა-თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. ასევე მაშინ დაანონსდა ახალი შენობის პროექტი, რომლის განხორციელება წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს დაიწყო, მშენებლობის ორივე ეტაპის თანხის ნაწილი (ძირითადი სამუშაოები) გათვალისწინებულიიყო ადგილობრივ ბიუჯეტში, მაგრამ ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ, 2013 წელს , ჯერ კიდევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირობებში მშენებლობა შეჩერდა .2014 წელს ახალი მოწვევის საკრებულომ შენობა შს სამინისტროს გადასცა. დღემდე ამ შენობაში სამუშაოები არ განხორციელებულა, მეხანძრეებს ღია პრობებში უწევთ მუშაობა. გასული წლის ნოემბერში კი წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2-19 წლის ივლისში ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა ექნება, პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია.

 

 

 

comments

აგვისტო 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended