გარემოვაჭრეებთან კონსესუსი ვერ შედგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარევაჭრობის რეგულირების წესთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, თუმცა, გარემოვაჭრეებთან კონსესუსი ვერ შედგა. ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მომუშავე ადამიანები შეთავაზებულ ფართზე უარს ამბობენ იმ მოტივით, რომ  იქ ხელსაყრელი  ვაჭრობა არ იქნება. კომისიის თავმჯდომარე მამუკა წოწერია განმარტავს, რომ გარევაჭრობის რეგულირების წესი უკვე შემუშავებულია და ის დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. გარევაჭრობის რეგულირების წესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური ფრაქციებიც მონაწილეობდნენ.

Нравится