დაკავებული გიორგი ფარცვანიას ოჯახი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

farcv02.jpgდეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფარულ კადრებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთი ზუგდიდელია. გიორგი ფარცვანიას ოჯახს არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რატომაა დაჭერილი ახალგაზრდა მამაკაცი. ოჯახი სამართალდამცველებს შვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს. 28 წლის ახალგაზრდას ოჯახი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, რადგან მთელი ოჯახი არის „ნაციონალური მოძრაობის „ მხარდამჭერი. გიორგი ფარცვანია გუშინ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, სწორედ აქედან მოხდა მისი აყვანა.=გიორგი ფარცვანია მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს და აქედან გაემგზავრა ის თბილისში აქციაზე.-ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

 

Нравится