შეღავათიანი აგროსესხების პროგრამის პირველი შეფასებები სამეგრელოს რეგიონში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_d-centri30.jpgზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გაიმართა დისკუსია თემაზე: შეღავათიანი აგროსესხების პროგრამის პირველი შეფასებები სამეგრელოს რეგიონში. შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, ფერმერები, ეკონომისტები, ბანკის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის შეღავათიანი სესხის გაცემა უკვე მეექვსე თვეა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრაზე ითაქვა რეგიონის მოსახლეობა დაინტერესებულია როგორც შეღავათიანი აგროსესხების პროგრამის პირობებით, ასევე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებებით სამეგრელოს რეგიონში. ჩართულობის ცენტრში გამართულ შხვედრაზე  ერთ–ერთმა ფერმერმა გოჩა ჩიქოვანმა განმარტა რომ მან ბანკისგან აღნიშნული  პროგრამის ფარგლებში სესხის აღება უპრობლემოდ შეძლო და სათბურის გაფართოება მოახერხა. დისკუსიაში მონაწილე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე პროექტების სუსტი და ძლიერი მხარეები და შეიმუშავეს ყველა ის რეკომენდაცია რომელიც მიზნად ისახავს  პროგრამის ეფექტურობის გაძლიერებას


Нравится