საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ გათავისუფლებულ გიდს სამსახურში ვერ აღადგენს

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_MUZEUMM-04.jpgზუგდიდის მუზეუმის გათავისუფლებულმა გიდმა აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება  კანცელარიას გადასცა. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 1 თებერვალს სამსახურიდან გათავისუფლებული გიდი სამსახურში აღადგინა  და ელზა ზოდელავამ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მუზეუმის კანცელარიაში მიიტანა.გიდის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ლელა მოწონელიძე იცავდა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისის თვეში უზენაესმა სასამართლომ დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ ცნო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმს ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა, რაც, დღეის მდგომარეობით, 6000 ლარს შეადგენს.მუზეუმის გათავისუფლებულ გიდს არ დახვდა ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია. ბერაიამ არც ჟურნალისტების ზარებს უპასუხა. მანამდე,კი ამ ფაქტთან დაკავშირებით ლილი ბერაია აცხადებდა,რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან გასული წლის პირველ თებერვალს გაათავისუფლეს. ზოდელავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მუზეუმის დირექტორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, ის ბრძოლას გააგრძელებს და საქმეს სააღსრულებლო ბიუროს გადასცემს.ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ გათავისუფლებულ გიდს სამსახურში ვერ აღადგენს , რადგან შტატი, სადაც ზოდელავა მუშაობდა, გაუქმებულია, მას მოუწევს კულტურის სამინისტროსთან პოლემიკა- განაცხადა ლილი ბერაიამ.

 

comments

დეკემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended