საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი კომატოზურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზეა

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ME6SKOL-03.jpgზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ მისი თანამშრომლები.ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებლები და სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მათი სკოლის დირექტორი არასდროს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური და ის პოლიტიკურ პროცესებს ყოველთვის ემიჯნებოდამათი თქმით, გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის საფუძველზეც უნდა გაეთავისუფლებინათ დირექტორი, უსაფუძვლოა.პედაგოგების განცხადებით, სკოლაში არ ფიქსირდება არც ერთი დარღვევა, რაც დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს დღის წესრიგში დააყენებს. ია კერზაიას ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ  რამდენიმე დღის წინ ფეისბუკის გვერდზე დაწერა,მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.მე-6 სკოლის დირექტორის პოლიტიკური ნიშნით დევნას არ ადასტურებს ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორი, კახა ფარცვანიას თქმით, აუდიტის დასკვნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზოგადად ქალაქში წყლის პრობლემაა.ია კერზაია ამ დრომდე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მე-6 სკოლის დირექტორი  მართვით სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაშია. 

 

 

 

comments

დეკემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended