ხმაური და დაპირისპირება საოლქო კომისიის სხდომაზე

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_CCSK-01.jpgხმაური და დაპირისპირება მოჰყვა „სიმართლის და პოლიტიკის ობსერვატორიის" საჩივარს საოლქო კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის თავმჯდომარის ნანა გურგულიანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნა წამოაყენეს. საოლქო კომისიის წარმომადგენელმა კობა კვარაცხელიამ განაცხადა, ეომ ენმ-ს წარმომადგენელი უბნიდან დანაშაულის მუხლის მითითების გარეშე გააძევეს. კომისიის წევრების განმარტებით, ელისო შენგელია ფარულად იღებდა ვიდეოს. ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი ელისო შენგელია უბნიდან გააძევეს.ასევე საოლქო კომისიის სხდომიდან ორგანიზაცია "აპრიორის" წარმომადგენელი გიორგი ფიფია და "საქართველოს პარლამენტთა საზოგადოების" დამკვირვებელი მირანდა გოგოხია გააძევეს.

საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა ასევე  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“  საჩივარი, მე-20 უბნის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ამ უბანზე კენჭისყრის დღეს სამაგიდო სიის ნაწილი დაიკარგა, რის გამოც კენჭისყრის პროცესი დაახლოებით ნახევარი საათით შეჩერდა.11 საჩივარიდან  კომისიამ  8 არ დაკმაყოფილდა, სამი კი  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

Нравится