ანაკლიის 32-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 19, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 10 ხმა დაემატა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ccsk-30.jpgზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი  32-ე უბანზე გადასატანი ყუთის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის არ დააკმაყოფილა.  საიას ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს, 91 -ე უბნის ამომრჩეველმა, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო, 32-ე უბანზეც მისცა ხმა. გადასატანი ყუთი საოლქო კომისიაში ხელახლა გახსნეს, რის შედეგადაც  ანაკლიის 32-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 19, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 10 ხმა დაემატა. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საიას იურისტი. ჯემალ ჭკადუას თქმით, ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმაზე, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოში აღნიშნულ გადაწყვეტილებას.გადასატანი ყუთის ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემდეგ ანაკლიის 32-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 19, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 10 ხმა დაემატა.

 

 

Нравится